ნინო ბურჯანაძე: „თავმოყვარეობა მაქვს, ეს კი ნიშნავს, რომ არავის მონა არ უნდა იყო

არჩევანი თუ დგას, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და გვიყიდოს ყველა ამ ქვეყანასთან ერთად, თუ ქუჩაში უნდა გავიდე, გავიხდი ამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ჩავიცვამ დაბალქუსლიანს და თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად, რომ ეს ქვეყანა როგორმე გადავარჩინო, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველები არავის მონები არ უნდა იყვნენ.

„თავმოყვარეობა მაქვს, ეს კი ნიშნავს, რომ არავის მონა არ უნდა იყო. როდესაც ვსაუბრობთ, რომელიმე ქვეყნის მონა, ვასალი არ უნდა იყო, დიახ, არ უნდა ვიყოთ, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ თავისუფლები. დღეს თუ ივანიშვილის მონობას დავემორჩილებით, ხვალ სხვა ქვეყნის მონობასაც კარგად გადავყლაპავთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.