ნინო ბურჯანაძე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები ერთობლივად გააყალბეს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ქართული ოცნება, მისი და სხვა ოპოზიციური პარტიის ხმების მითვისებაშიც დაადანაშაულა. ნინო ბურჯანაძე აპირებს სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით ნამდვილად გააყალბა არჩევნები და ნამდვილად მიისაკუთრეს ორივემ ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიის ხმები. უბრალოდ, მეორე ტურში ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობა აღარ სჭირდებოდა და ნაციონალური მოძრაობა გადააგდეს,“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაში“გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ”- კობახიძის კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარეობაზე
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი : “მოვუწოდებ ყველას, ვინც თავს თვლის ოპოზიციად, უარი თქვით სადეპუტატო მანდატებზე”