ნინო ბურჯანაძე: სირცხვილი ყველას, ვინც ფულის გულისთვის მისცა ხმა

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

სირცხვილი ყველა იმას, ვინც ფულის გულისთვის მისცა ხმა, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. არ აქვს მნიშვნელობა, ეს „ოცნების“ მომხრე იყო, „ნაციონალური მოძრაობის“, ჩემი პარტიის, თუ სხვა პარტიის. ძალიან სამარცხვინოდ ხართ მოქცეული ის ადამიანები, რომლებიც წინა დღეებში სხვა პარტიებს პირდებოდით ხმის მიცემას ან გულში თუნდაც სხვა პარტიას აძლევდით ხმას და მერე გაყიდეთ თქვენი შვილების მომავალი“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, „კიდევ კარგი, არიან კეთილსინდისიერი ადამიანებიც ჩვენს ქვეყანაში“.

„ძალიან ბევრ უბანზე „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა გაყალბება, რადგან ვერ მოისყიდეს ყველა და ვინც ვერ მოისყიდეს, იმ ადამიანების ხმებს ჩვენ დავიცავთ, ამიტომ ვითხოვთ გადათვლას. მოვითხოვ, რომ შესაბამის უბნებზე მოხდეს ხელახლა გადათვლა. პრეცედენტი უკვე არსებობს, ახლა ჩვენ უნდა დაგვიკმაყოფილონ მოთხოვნა, თუ ხელისუფლებას არ ეშინია“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ და ვერ მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობა
შემდეგი სტატიაპარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილის დაცვაზე ადვოკატებმა უარი თქვეს