ნინო ბურჯანაძე – შემიძლია ძალიან საქმიანი და მეგობრული მოლაპარაკების წარმართვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან

„მე სიტყვა თუს არ გამოვიყენებ, ჩვენ ყველა ვარიანტში მოვხდებით პარლამენტში, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი პარლამენტში. დავით გარეჯის თემით მანიპულირება ოპოზიციას არ დაუწყია, თემით მანიპულირება დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“, ეს იყო ნამდვილად წინასაარჩევნოდ წამოწეული პიარი, რომლის შედეგადაც ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში და რა თქმა უნდა. ეს საკითხი საგანგებოდ უნდა შეისწავლოს მომავალმა პარლამენტმა. დავით გარეჯის თემა ყოველთვის იყო ჩემი ყურადღების საგანი და ახლაც, ბუნებრივია, იქნება. რომელი რუკებით უნდა ისარგებლოს კომისიამ, მე ჯერ ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ ვარ კარტოგრაფი და მეორე, არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. ნებისმიერი მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველოს ინტერესი დავიცვათ, მაგრამ ეს მექანიზმი უნდა იყოს მეგობრული, გაწონასწორებული, პიარისგან დაცლილი და საქმით სავსე. მე შემიძლია ძალიან საქმიანი და მეგობრული მოლაპარაკების წარმართვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და შევეცდები, რომ ამ პროცესში პოზიტიური გარდატეხა მოხდეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმინიმუმ 12-წლიანი გამოცდილების მედპერსონალი გვჭირდება – ტიკარაძე
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: კვირაზე მეტია, გრიპის ვაქცინა გვაქვს, მაგრამ მხოლოდ 3-3 500 ადამიანი აიცრა