ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს

ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს.

„ამ პოზიციას ამყარებს ის პროცესები, რაც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს. ხელისუფლება, ანუ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ სრული კონტროლი ჰქონდეს სასამართლოზე, პარლამენტზე. ამის საფუძველს გვაძლევს ის პროცესები, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს, თუნდაც რუსთავი 2-თან მიმართებაში, როგორიც არ უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება რუსთავი 2-ის მიმართ, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ის, რაც ხდებოდა რუსთავი 2-ის ირგვლივ, არ იყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციური არხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ვეღარ ყოფილიყო ასეთი და ყოფილიყო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას გახარჯულ 400 მილიონთან დაკავშირებით, შოკისმომგვრელი უწოდა. ნინო ბურჯანაძის აზრით, ამასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაწყებულიყო.

„შოკისმომგვრელად მიმაჩნია ის განცხადება, რომელიც ბატონმა მაღლაფერიძემ გაკეთა, როცა ლაპარაკია, 400 მილიონი, ხალხის ფული, ეს არის თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი თანხა. როცა ლაპარაკია, რომ 400 მილიონი სადღაც გაქრა, ეს ვიღაცისთვის კარმუშკა იყო, უკაცრავად, ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი დღეს მოვიდნენ ხელისუფლებაში? ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, მე-5 წელია ამ ფულს ვიღაც ჭამს და საზოგადოებრივი მაუწყებელი კარმუშკად აქვს გადაქცეული, როგორც მაღლაფერიძემ თქვა და ამას ვერც პროკურატურა, ვერც მთავრობა ვერ ხედავდა?,“ – აცხადებს ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის აზრით, გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს დავით საყვარელიძის სკანდალურ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ლაშა ნაცვლიშვილი მის მეგობარს ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ სთავაზობდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე ზღვარს თუ გადავა კიდევ ბევრჯერ ივლის სასამართლო პროცესებზე- ბესელია კილაძეზე