ნინო ბურჯანაძე საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 28, 2020 18:47

ნინო ბურჯანაძე  საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ ენრიკე ვალვოს შეხვდა.
საუბარმა საკმაოდ თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ წინასარჩევნო გარემო იყო .
ბატონი ელჩი განსკაუთრებით დაინტერესდა პარტია „ერთიანი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიით , თუ როგორ აფასებს ნინო ბურჯანაძე მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და რა არის მისი ძირითადი მესიჯი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ქვეყანაში საარჩევნო გარემო უარესიც ყოფილა, თუმცა იდეალური მდგომარეობა არც დღესაა, რაც ჩრდილს აყენებს წინასაარჩევნო კამპანიას. მისი განცხადებით, ფიქსირდება დაშინების ფაქტები და ხალხის მასობრივი მოსყიდვა.
პარტია „ერთიანი საქართველოს ლიდერმა“ ასევე იმ შხვედრებზე ისაუბრა, რომელსაც პერმანენტულად მართავს მოსახლეობასთან. მან განაცხადა , რომ ყველა მისი საარჩევნი ვიდეო-მასალა, ასევე სამომავლო აქტივობის გრაფიკი განთავსებულია „ერთიანი საქართველოს“ ვებ-გვერდზე. ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ საელჩოს წარმომადგენლები თვალ-ყურს მიადევნებენ მოსახლებასთან მისი შეხვედრების „ფეისბუქ-ლაივებს“.
იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს წარმატება უსურვა, თავისმხრივ ნინო ბურჯანაძემ ბატონ ელჩს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და კეთილი სურვილებისთვის.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 28, 2020 18:47