ნინო ბურჯანაძე: საქართველოს პროფესიონალი პოლიტიკოსი უნდა მართავდეს

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს პროფესიონალი პოლიტიკოსი უნდა მართავდეს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, “აქსიომაა, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ აღწევს წარმატებას, როდესაც მას პროფესიონალი პოლიტიკოსი არ უდგას სათავეში.

“როდესაც ასეთი მძიმე და რთული გარემოებები ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, კარგად დაფიქრდნენ მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს. ქვეყნისათვის შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული და უმნიშვნელოვანესია მართვის სადავეები ხელში ჰქონდეს პროფესიონალ პოლიტიკოსს და არა იმ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკა რამდენიმე ხნის წინ გაახსენდათ, რომლებსაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკას ცოდნა არ უნდა და პოლიტიკოსობა ძალიან მარტივია”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, არ შეიძლება ქვეყანა არაპოლიტიკოსებმა ან უბრალოდ იმ ადამიანებმა მართონ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ყველაფერი იციან, რადგან გარკვეული გარემოებების გამო მათ მიეცათ შესაძლებლობა ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე მიეღწიათ წარმატებისათვის.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე, გადახედეთ რა ხდება მსოფლიოში, სამეზობლოში და კარგად გაითავისეთ, რომ თითოეული ჩვენგანის ბედი იქნება იმ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული, რომელსაც მიიღებს ქვეყნის ხელისუფალი და მიიღეთ გადაწყვეტილება რომელიც ხელისუფლებაში მოიყვანს პროფესიონალ პოლიტიკოსს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა
შემდეგი სტატია“21- ე საუკუნის სენი – ტერორიზმი მხოლოდ ერთობლივი ძალით შეიძლება, დამარცხდეს”