ნინო ბურჯანაძე : „საქართველო ვერც ნატო-ს წევრი გახდება, ვერც უახლოეს პერიოდში ვიზალიბერალიზაციას მიიღებს”

ნინო ბურჯანაძე საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ასახელებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის აზრით, საქართველო ვიზალიბერალიზაციას ვერ მიიღებს და ვერც ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება.

„საქართველო ვერც ნატო-ს წევრი გახდება, ვერც უახლოეს პერიოდში ვიზალიბერალიზაციას მიიღებს, მით უმეტეს, ვერც ევროკავშირში გაწევრიანდება. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დიახაც, რომ უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობა,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გერმანიაში უვიზოდ გამოვემგზავრებით
შემდეგი სტატიაფონდი ,,ნატვრის ხე“- განცხადება: რატომ ვერ შეხვდა სოფია ლორენი საქართველოს პატრიარქს