ნინო ბურჯანაძე: ,,სახლში დარჩენის გარდა რას თავაზობს ხელისუფლება ხალხს?”

,,ჩვენი მოსახლეობის 2/3 ისედაც შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდა, ახლა ამ ხალხს რას ვეუბნებით, რომ ოღონდ კორონა ვირუსი არ დაგემართოთ, მთავრობა კარანტინს ეფექტურად გამოაცხადებს, თქვენ კი სახლში დარჩით, არაფერი მოიმოქმედოთ და იშიმშილეთო?” – ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მთავრობას შეახსენებს, რომ მოსახლეობა დიდი ხანია ანტიკრიზისულ გეგმას ელოდება.

,,რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა. იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდეგ რა ელოდება, ადამიანებმა უნდა იცოდნენ როგორ ხედავს მთავრობა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ლარის კურსი მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება და მთავრობა ამისთვის საჭირო ღონისძიებებს გაატარებს.
როდესაც კომპანიები ხალხს აფრთხილებენ, თუ კომუნალურ გადასახადს არ გადაიხდით დენის და გაზის მიწოდებას შეგიწყვიტავთო, როგორ ეტყვი ამ ადამიანებს რომ არ იმუშაონ და სახლში დარჩენ.

ვიმეორებ, მთავრობას შეუძლია და ვალდებულია კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ყოველდღე ველოდებით ანტიკრიზისულ გეგმას, თუმცა ხელისუფლება ამაზე არაფერს ამბობს. შევახსენებ, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა როგორც კორონა ვირუსისგან დაიცვას საკუთსრი მოსახლეობა, ასევე დაიცვას ის შიმშილისაგან.” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – მაღალკვალიფიციურ მედპერსონალთან ერთად, საქართველოს ჰყავს ქბრბ უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც DTRA-ს მიერ გადამზადდა და აღიჭურვა
შემდეგი სტატიაEMEA Finance-მა თიბისი საქართველოში 2019 წლის