ნინო ბურჯანაძე – საჭიროა ქმედება და არა ოცნება, რომ აფხაზეთში დავბრუნდეთ

“სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა უახლოეს ისტორიაში არა მხოლოდ იმ თაობებისთვის, რომლებიც მოვესწარით, არამედ შემდეგი თაობებისთვისაც ეს ასე დარჩება. ეს ტკივილი შეიძლება მხოლოდ მაშინ შემსუბუქდეს, როდესაც ყველანი გავერთიანდებით და დავბრუნდებით აფხაზეთში”.- აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

როგორც პარტიის ლიდერი განმარტავს, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო აფხაზებთან შერიგების პროცესის დაწყება.

,,არასწორმა პოლიტიკამ და ჩვენი ხელისუფლების გაუბედავმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა იქამდე და რომ სოხუმის დაცემიდან 28 წლის თავზეც ე.წ. საზღვარი გვყოფს აფხაზეთთან. ეს არის ტრაგედია, როგორც როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. მინდა, ამ ტკივილმაც რაღაცნაირად გვიბიძგოს, რომ დავიწყოთ ერთმანეთთან საუბარი, შერიგების სერიოზული პროცესი და შევძლოთ თანაცხოვრება ერთიან საქართველოში. ეს არის ჩემი ოცნება და დარწმუნებული ვარ, ეს არის თითოეული თქვენგანის ოცნება, თუმცა მხოლოდ ოცნება საკმარისი არ არის”. – ნათქვამია ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძე 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე – შეთანხმება ოპოზიციის გამო გაუქმდა
შემდეგი სტატიაკუჭავა – ნდობისა და ძმობის აღდგენით შევძლებთ, გავაერთიანოთ ქვეყანა