ნინო ბურჯანაძე: ,,საჭიროა ანტი-კრიზისული გეგმა”

,,საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათლად და სწორად აღვიქვათ რა გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე ვდგავართ ეკონომიკური თვალსაზრისით” – აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე და ხელისუფლებისაგან მოითხოვს უსწრაფესად იქნას წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა.

,,მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შექმნას საგანგებო საბჭო, მოიწვიოს ექსპერტები და გადახედოს მსოფლიოს წამყვანი და არამხოლოდ წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას.”

,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ეჭვს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს ეკონომიკური კრიზისიდან მარტივად გამოსვლას, თუ კი ის არ გაათავისუფლებს დამატებითი ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადებისგან მცირე და საშუალო ბიზნესს და არ გაატარებს სხვა აუცილებელ ღონისძიებებს.

ნინო ბურჯანაძე თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ კრედიტების 3 თვით გადავადების შემდეგ,
მოქალაქეები გაზრდილ კრედიტებს და პროცენტებს ვერ გადაიხდიან, თუ კი ისინი უმუშევრები დარჩებიან.

,,მსოფლიოში უკვე არსებობს რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, როდესაც მთავრობები საკუთარ თავზე იღებენ ხელფასების 80% ანაზღაურებას ყველა იმ ადამიანისა, ვინც პანდემიის დროს უხელფასოდ რჩება. ჩვენ უნდა სასწრაფოდ გავაანალიზოთ, რა ტვირთის აწევას შეძლებს ჩვენი ბიუჯეტი.

აუცილებელია, ვიყოთ ობიექტურები და ნათლად გავაანალიზოთ, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში უკვე იმყოფება.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება არა მხოლდ დღეს და ხვალ, არამედ როგორია მისი გრძელვადიანი პერსპექტივა.სწორედ საშუალო და გრძელვადიანი ანტიკრიზული გეგმის წარმოდგენის შემდეგ, გვქენება მეტი საშუალობა ვებრძოლოთ ინფლაციას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები საერთაშორისო კრედიტორებთან, რადგან ქვეყანა უპრეცენდენტო გამოწვევის წინაშე დგას.მნიშვნელოვანია სწრაფად გავიგოთ,საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პოზიცია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში” – ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითომას დე ვაალი საქართველოზე: ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების დიდებული კოჰორტა – ჩვევები, რომლებიც დასავლელებმა დაივიწყეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ დეკრეტი გამოსცა