ნინო ბურჯანაძე: როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, აპირებს საქართველო ჩრდილო-კორეად აქციოს

„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, აპირებს საქართველო ჩრდილო-კორეად აქციოს, თუმცა ჩრდილო კორეაც კი უწევს ანგარიშს საერთაშორისო თანამეგობრობას. ყოველდღე იგზავნება უმკაცრესი შინაარსის წერილები კონგრესიდან, სენატიდან. ამ ყველაფრის იგნორირება არის აბსოლუტური სიბრიყვე, თუმცა ეს სიბრიყვეც არ მიკვირს „ქართული ოცნებიდან“, – ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სენატორების წერილებს, რომელიც პრემიერმა გიორგი გახარიამ მიიღო.

„ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ის სენატორები და კონგრესმენები, ვინც აქ წერილებს აგზავნიან არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეები. მე მიკვირს, ასეთ რამეს სირცხვილით როგორ ამბობენ?! „ქართული ოცნება“ რატომ არ აქტიურობს თავისი 7 მილიარდით, სახელმწიფო ბიუჯეტით, სახელმწიფო რესურსებით, საელჩოთი და ა.შ. ოპოზიციური პარტიის ძალისხმევა შეიძლება იყოს 5% და გნებავთ 10%, დანარჩენი 90% სად არის? შეიძლება, კონგრესმენები და სენატორების „მართვა“ ოპოზიციას მიაწერო?! ხელისუფლება რომელიც 8 წელია, ხელისუფლებაშია და ახლა აცხადებს, რომ ახლა ქმნის ჯგუფს, რომელიც ითანამშრომლებს სენტთან და კონგრესთან, ასეთი ხელისუფლება აუცილებლად უნდა წავიდეს, მაგრამ უნდა წავიდეს არჩევნების გზით.“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – კონგრესმენების განცხადებები შინაარსობრივად აცდენილია რეალობას
შემდეგი სტატიაჩინეთის ორ მცირეწლოვან მოქალაქეს A ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა