ნინო ბურჯანაძე: „რასაც ნამდვილად მოახერხებს ცესკო და ხელისუფლება ეს არის ამ დოკუმენტის მეშვეობით არჩევნების გაყალბება“

news
ავტ.: news ოქტომბერი 20, 2020 13:53

ნინო ბურჯანაძე: „რასაც ნამდვილად მოახერხებს ცესკო და ხელისუფლება ეს არის ამ დოკუმენტის მეშვეობით არჩევნების გაყალბება“

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ერთი მხრივ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანისთვის ხმის მიცემის საკონსტიტუციო უფლება, თუმცა, „უუნარო ხელისუფლების პირობებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ კანონი შეცვალოს კანონქვემდებარე აქტებით და კანონქვემდებარე აქტებით დაარეგულიროს მთლიანად არჩევნები“.

„რაც აქ წერია, ეს არის პრაქტიკულად, სამართლიანად შეუსრულებადი დოკუმენტი, გამორიცხულია ამის სრულყოფილი დამენეჯმენტება მოახერხოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მაგრამ მეორე, რასაც ნამდვილად მოახერხებს ცესკო და ხელისუფლება ეს არის ამ დოკუმენტის მეშვეობით არჩევნების გაყალბება. აქ დაწერილი რეგულაციებით შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება აპირებს დამატებით 30-დან 50 000 ხმამდე მინიმუმ ჩაიდოს ჯიბეში და შესაძლებელია, თუ ეფექტურად განახორციელებენ ამ აფიორას, მეტი ხმაც დაიმატოს. იქმნება სპეციალური უბნები, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს.

ადამიანებს აძლევენ უფლებას, რომ 28 ოქტომბრამდე სატელეფონო ზარი განახორციელონ, რომ არიან თვითიზოლაციაში და მოითხოვონ გადასატანი ყუთი და ისე მისცენ ხმა. ვინ გააკონტროლებს ამას, როცა ათასობით ადამიანი დარეკავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოითხოვს გადასატანი ყუთის მიტანას?“-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ამასთან, ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს საგანგებო პლენარული სხდომა მოიწვიოს და დეტალურად ახსნან, თუ რას აპირებენ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში არჩევნების დღის სწორად დასაგეგმად.
„მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იმ ჭრილში, რომ ჩვენ 10 დღის შემდეგ გველოდება ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. უუნარო ხელისუფლებამ რა თქმა უნდა, ვერ შეძლო გამკლავებოდა მეორე ტალღას და დღეს ქვეყანა და მოსახლეობა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას“. – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 20, 2020 13:53