ნინო ბურჯანაძე: ქვეყანაში მთავრობა არ არსებობს

ქართული ანდაზაა,

ქვეყანაში მთავრობა არ არსებობს, შესაბამისად ვერც ერთი მინისტრის მუშაობას ვერ შევაფასებ,” – ასე უპასუხა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას მთავრობის წევრების საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით.
ბურჯანაძის თქმით, ქვეყნის პოლიტიკაში არაჯანსაღი სიტუაციაა.
“სამწუხაროდ, ქვეყანაში მთავრობა არ არსებობს და ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს, შესაბამისად ვერც ერთი მინისტრის მუშაობაზე ვერ ვიმსჯელებ. ძალიან სასაცილო საყურებელია, როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც მშვენივრად თანამშრომლობდნენ ღარიბაშვილთან, დღეს მას როგორც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ისე მოიხსენიებენ. ეს უბრალოდ არაჯანსაღი სიტუაციაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ადამიანები ამას კარგად ხედავენ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: მიმაჩნია, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებილი დავალებების გამო
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: ხარძიანის მკვლელობასთან აბულაძეს შემხებლობა არ აქვს