ნინო ბურჯანაძე: ქორწინების ცნების განმარტებამ კანონში თავისი ასახვა უნდა ჰპოვოს

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

საქართველოს პრეზიდენტი არ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ამერიკისთვის არ იქნებოდა მოსაწონი, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილის არგუმენტი, რომ ქორწინების ცნების განსაზღვრაზე რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს, ხელოვნურად არის მოყვანილი და ამ ლოგიკით, ქვეყანაში აღარცერთი კანონი არ უნდა მოქმედებდეს.

„მე მაინტერესებს ერთ კითხვაზე პასუხი, რას იზამდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკოსები, რომ არ ქონდეთ მუდმივად საძახებელი რუსეთი და რუსეთის ოკუპაცია. რით გაამართლებდნენ თავიანთ არაკომპეტენტურობას, გაუბედაობას, უსუსურობას. მათთვის რუსეთიs ოკუპაცია სამაშველო რგოლი გახდა. ეს იმაზე, რომ მთავარ არგუმენტად პრეზიდენტმა გამოაცხადა, თითქოს ქორწინების ცნებაზე ჩატარებული რეფერენდუმი რუსეთის ოკუპაციის წისქვილზე დაასხავს წყალს. ეს ხელოვნურად მოტანილი არგუმენტია, მაშინ გამოდის რომ წინა რეფერენდუმებიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ ლოგიკით, რასაც პრეზიდენტი იყენებს, ქვეყანაში აღარცერთი კანონი არ უნდა მოქმედებდეს, რადგან კანონი მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა პრეზიდენტი არ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ამერიკისთვის არ იქნებოდა მოსაწონი. დიახაც, საქართველოში ყოველთვის იყო ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირი და ეს რაკიღა საჭირო გახდა, ეს ცალკე ტრაგედიაა, რომ ამაზე საჭირო გახდა ლაპარაკი და ახსნა განმარტება. დიახ, ამან კანონში თავისი ასახვა უნდა ჰპოვოს“,- განაცხადა ბურჯანაძემ

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქორწინების შესახებ რეფერენდუმს არ დანიშნავს.

banner
წინა სტატიაში“დღეს არის ჭიდილი “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის, რომელი გააკონტროლებს საკონსტიტუციო სასმართლოს”
შემდეგი სტატიაფაგების გამოყენება თევზის დაავადების ბაქტერიებს გაანადგურებს