ნინო ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ აღარ გამოუვა მიხეილ სააკაშვილის საფრთხობელად გამოყენება

ნინო ბურჯანაძე „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებს – „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის თქმით, მან ძალიან კარგად იცის, მოქმედი მმართველი პარტიის რომელი წევრები რა თანამდებობაზე მუშაობდნენ წინა ხელისუფლებასთან.

ნინო ბურჯანაძემ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ გამოუვა მიხეილ სააკაშვილის საფრთხობელად გამოყენება.

„ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომელშიც წარმოდგენილნი არიან ადამიანები, რომლებიც მე და ჩემი თანაგუნდელები სააკაშვილის ხელისუფლებას რომ ვებრძოდით, როცა ჩემი ოჯახი აწიოკებული იყო ამ ბრძოლის გამო – ისინი ზოგი სააკაშვილის და მისი ჩინოსნების თანაშემწეები იყვნენ, ზოგი ადვოკატები, ზოგი გარიგებული ბიზნესმენები.

ნინო ბურჯანაძე, „ერთიანი საქართველო” და ის ადამიანები, ვინც 26 მაისის მონაწილეები არიან და 10-12 წელია, არიან ხელისუფლებასთან ბრძოლაში, ხოლო ამ ხელისუფლებამ ვერ მოიცალა 26 მაისის მონაწილეებისთვის და სამსახურშიც კი არ მიიღო იმ პირობის გარეშე, რომ ბურჯანაძის პარტია დაეტოვებინათ – გაჩუმდით, თორემ დავიწყებ ყველაფრის ლაპარაკს, რაც ვიცი თითოეულ თქვენგანზე, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზე. ვინ ვისთან მუშაობდა, ვის რა თანამდებობა ეკავა სააკაშვილთან 2008 წლის შემდეგ და ვინ ვისი კლასტერი აღმოჩნდება, კარგად დავინახავთ.

აღარ გამოუვა მთავრობას ის, რისთვისაც გადაარჩინა სააკაშვილი, რომ ის ჰყოლოდა საფრთხობელად და ხალხი დაეყენებინა არჩევანის წინაშე – ან ბიძინა, ან სააკაშვილი. ასე არის ახლაც – ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დააყენოს არჩევანის წინაშე – აქეთაა ოცნება და იქეთ ცდილობს, მთელი ოპოზიცია მოაქციოს ნაციონალების ქოლგის ქვეშ”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

“ფორმულა”

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: ელჩებმა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სიცრუეში ამხილეს
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: 45 წლის გარდაცვლილ ქალბატონს კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა, ის ინსულტით გარდაიცვალა