ნინო ბურჯანაძე პუტინის მიერ მხარდაჭერილ ევრაზიულ ქალთა ფორუმს დაესწრო

ნინო ბურჯანაძეს პუტინის მიერ მხარდაჭერილი ევრაზიულ ქალთა ფორუმი წელსაც არ გამოუტოვებია.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. ბურჯანაძე ქალთა საერთაშორისო ფორუმს უკვე მეორედ ესწრება.

ღონისძიება, რომელსაც 110 ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, ვლადიმერ პუტინმა გახსნა. რუსული მედიის ცნობით, ფორუმში მონაწილეობას იღებს ჯგუფი ოკუპირებული აფხაზეთიდანაც.

banner
წინა სტატიაში“სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე” – ალეკო ელისაშვილი
შემდეგი სტატიასაჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში, სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება შესაძლოა, შეეზღუდოთ