ნინო ბურჯანაძე: პოლიტიკურ ელიტას პოლიტოლოგიაში გაკვეთილები სჭირდება

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას ძალიან ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, უბლოკო სტატუსი საქართველოს გამთლიანების, ქვეყნის ეკონომიკური წარმატების და რეალური სუვერენიტეტის ერთადერთი რეალური გარანტია.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში რომ ხელმწორების დაწყებისთანავე ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიჭერს მხარს და ძალიან ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს ჩვენს ინიციატივას საქართვველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით, რადგან იდეა, რომ საქართველო არ უნდა იყოს არცერთი სამხედრო ალიანსის წევრი და ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იყოს არცერთი უცხო ქვეყნის ჯარი, მათ შორის არც რუსეთის ჯარი, ვთვლი, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს მისაღებია“,- განაცხადა ჟურნალისტებთან ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა უბლოკო სტატუსის მოწიანააღმდეგეებს, პირდაპირ ეთერში დებატებისკენ.

„მოდით დავსხდეთ პირდაპირ ეთერში და ვნახოთ, ვისი ინიაციატივა შეაჩერებს რეალურად ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვას და ვისი ინიციატივა გააერთიანებს საქართველოს.
რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას, როგორც ჩანს, მათ მცირე გაკვეთილი პოლიტიკაში და პოლიტოლოგიაში ნამდვილად სჭირდებათ, იმიტომ რომ ვერ განასხვავებენ ელემენტარულ რაღაცეებს ერთმანეთისაგან. უბლოკო სტატუსს და ნეიტრალიტეტს. არ იციან პოლიტიკოსებმა, რომ დიახაც, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სწორედ არჩევნების წინ უნდა გაახმოვანო, რათა მოსახლეობამ იცოდეს ვის აძლევს ხმას, მოსახლეობამ.იცოდეს რას უნდა ელოდეს იმ პოლიტიკური ძალისაგან, რომელსაც ის არჩევნებზე მხარს დაუჭერს. აბა რა იქნებოდა ნორმალური, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანია ჩაგვეტარებინა,მიგვეღო მანდატი და მერე უცებ განგვეცხადებინა ასეთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება? პოლიტიკაში ასეთი განცხადებები წერა-კითხვის უცოდინარობის ტოლია”’- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია: სააკაშვილი ცოლს დააყენებს კანდიდატად, საყვარელს, თუ ნათესავს, მაინც არაფერი უშველის
შემდეგი სტატიაყაზბეგის ქუჩაზე პროკურატურის ექსპერტები საგამოძიებო ქმედებებს ახორციელებენ