ნინო ბურჯანაძე : ,,ომი ჩვენ დავიწყეთ, ანუ ომი დაიწყო სააკაშვილმა”

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

ომი ჩვენ დავიწყეთ, ანუ ომი დაიწყო სააკაშვილმა, – დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2008 წლის ომის დაწყებაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება ბურჯანაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა, თუმცა ბურჯანაძეს გაუჭირდა დაესახელებინა ერთი ხელშეკრულება, რომელიც რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში დაიცვა.
„ჩვენ უნდა დავაინტერესოთ რუსეთი, რომ იმ ხელშეკრულებების დაცვაში, რომელიც იდება რუსეთთან. თუ არა და მაშინ შეგიძლიათ იბრძოლოთ, მოიგოთ ომი, გაყარეთ რუსული ჯარები საქართველოდან, შებრძანდით ნატო-ში და თუ გნებავთ გადავსახლდები ამ ქვეყნიდან. ვერ მოხდება ეს ოცნებებს თავი დავანებოთ,“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე, რომელიც ამბობს, რომ ვერავითარი ძალა რუსეთს საქართველოდან ჯარებს ვერ გააყვანინებს.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე: პუტინი არ არის საქართველოს მტერი, ის ძალიან დიდი პოლიტიკოსია
შემდეგი სტატიაბურჯანაძე: აგვისტოს ომამდე კარასინმა მითხრა – ვითარება იძაბება და ომია მოსალოდნელიო