ნინო ბურჯანაძე: ნაციონალური მოძრაობა გადატეხა და პოლიტიკურ სამარემდე მიიყვანა სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

,,დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მთავრობას არ აქვს რეალური გეგმა, რომლითაც ქვეყანას არსებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემებიდან გამოიყვანს.
როგორც ბურჯანაძემ ,,იბერიას” ახალ ამბებში განაცხადა, ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური ოთხპუნქტიანი გეგმა სულ ერთ ფურცელზეა გაწერილი, რაც ამომრჩევლის დაცინვაა.
პოლიტიკოსის თქმით, ,,ქართულ ოცნებას” ნაციონალური მოძრაობის წინაარმდეგ ხმა არ აქვს ამოსაღები, რადგან ოცნებამ ამოიყვანა ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური სამარიდან.

,,ნაციონალური მოძრაობა” წელშიო გადატეხა და პოლიტიკურ სამარემდე მიიყვანა 2012 წლის 26 მაისმა და სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ…ბიძინა ივანიშვილმა ასე დაგვიფასა და პარლამენტსი არ შეგვიშვა,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: რაც უფრო მეტი იქნება შენიშვნები, მათ შორის უმრავლესობიდან, ჩვენი ქვეყანა უფრო მეტს მოიგებს
შემდეგი სტატიასერგეენკო: გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე დისკუსია კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოაქცია