ნინო ბურჯანაძე – მხოლოდ მე შემიძლია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია შევაჩერო

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სოფელ ნიქოზში მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თემა გააქტიურდა, რაზეც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ნულის ტოლია.

როგორც ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სოფელ ნიქოზში საოკუპაციო ძალები უკანონო სამუშაოებს ახორციელებენ, ადგილზე მობილიზებულია სამშნებლო ტექნიკა, მიმდინარეობს მავთულხლართების გავლება, რაზეც ხელისუფლება დუმს.

ბურჯანაძის თქმით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან გამოჩენილი რეაგირება მინიმუმი იყო, ვინაიდან მხოლოდ ის ითქვა, რომ საკითხზე ინფორმირებული არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„ინვესტიცია, ეკონომიკის განითარება, მშვიდობა და უსაფრთხოება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რომ კონფლიქტების ზონაში სულ ცოტა ახალი გართულებები არ იყოს, ხოლო შემდეგ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ მე და ჩემი თანაგუნდელები ვართ ის ძალა, რომლებიც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შეჩერებას ვაყენებთ. მხოლოდ მე შემიძლია, ეს პრობლემა შევაჩერო. ასევე, შემიძლია, გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, რომ პირველ ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს და შემდგომ ეტაპებზე ყველაფერი გაკეთდეს, რომ ქვეყნის ტერირტორიიდან მავთულხლართები აღებული იყოს. ჩვენი ხელისუფლების მოქმედება კი ნულია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიავჭალაში, ლიბანის N1 კორპუსში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება
შემდეგი სტატიაცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა