ნინო ბურჯანაძე: ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელია ხელისუფლება

ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელია ხელისუფლება. ხელისუფლებას რომ არ მოეტყუებინა ხალხი, საერთოდ არ იქნებოდა რუსთაველზე აქციები, – ამის შესახებ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი იმაზე, რომ მთელი ოპოზიცია დგას დღეს ერთად.

„ბედნიერი უნდა ვიყოთ იმით, თურმე რა კარგად დაუშლიათ აქცია. კი ბატონო, ძალიან პროფესიულად დაშალეს და ამით ვიყოთ ბედნიერი და იმით, რომ თვალი არ დაგვთხარეს?! დალაპარაკებით რომ დაგვლაპარაკებოდით თქვენ და თქვენი მონები?! ამ ვითარებიდან გამოსავალი არსებობს და ეს არის ე.წ. გერმანული მოდელი. ტყუილს ამბობს ხელისუფლება, ის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ყველა უნდა დადგეს არა რომელიმე პარტიის, არამედ იმისთვის, რომ არჩევნებმა არ დაკარგოს აზრი და დიპლომატებმა ეს იციან ძალიან კარგად. თუ ასე გაგრძელდა და ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა ყველას იგნორირება დიპლომატების, საერთაშორისო საზოგადოების, ოპოზიციის, მაშინ არჩევნები აზრს დაკარგავს. დიპლომატები ეთანხმებიან იმას, რომ დიალოგი აუცილებელია”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: აქციები და პროტესტი გაგრძელდება, არ დასრულდება
შემდეგი სტატიამმართველი პარტიის მხრიდან ცინიკური დამოკიდებულებაა საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება