ნინო ბურჯანაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივიღოთ ის ხმები, რომლებსაც მოგვცემს ჩვენი ამომრჩეველი

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“როგორც ჩანს, დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის ცვლილებებს, რომლითაც საქართველოს პარლამენტი, “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ დააკანონებენ საქართველოს სახელმწიფოში ორ სამართალს და ორ სამართლიანობას, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„ერთი სანართლიანობა არსებობს ე.წ. პროდასავლური პარტიებისათვის, მეორე სამართალი და სამართლიანობა, უფრო სწორად უსამართლობა, ე.წ. პრორუსული პარტიებისათვის. არავინ არ აპროტესტებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით ბატონი ვახტანგ ხმალაძის, რესპუბლიკელების და სხვათა ინიციატივით, დაჩქარებული წესით იქნა განხილული და მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც, ჩვენ “ქართული ოცნება” გვართმევს იმას, რაც მოგვცა ქართველმა ხალხმა ადგილობრივი არჩევნების დროს – უფასო საეთერო დროის პრაქტიკულად უდიდეს ნაწილს. გვართმევს იმისათვის, რომ ეს დრო გადაუნაწილოს იმ პარტიებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა პარლამენტში საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“ და სხვა პარტიები სამ პროცენტიან ბარიერსაც ვერ ლახავდნენ.

„იმ პარტიებს, რომლებიც ვერასოდეს სამ პროცენტიან ბარიერსაც ვერ ლახავდნენ, უპირველესად რესპუბლიკელები მყავს მხედველობაში, “თავისუფალი დემოკრატები” და სხვები, იმ დროს, რომელსაც ჩვენ გვართმევენ, აძლევენ სწორედ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. მე მესმის, რომ “ქართულ ოცნებას” და არა მარტო მას, ეშინია იმისა, რომ მე და ჩემი თანაპარტიელები ხშირად გამოვჩნდეთ ტელეეთერში, ეშინიათ იმიტომ, რომ ძალიან ძნელია ჩვენი არგუმენტების წინააღმდეგ რაიმე მოიტანონ. ეშინიათ ბურჯანაძესთან პირდაპირ ეთერში დაჯდომის, ეშინიათ დებატების, იმიტომ რომ ყველაფერი მე რაც ვთქვი, წინ დახვდა ქვეყანას და სახელმწიფოს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი პარტია იყოს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, ფინანსურად, ეხლა უკვე ტელეეთერში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივიღოთ ის ხმები, რომლებსაც ჩვენ მოგვცემს ჩვენი ამომრჩეველი. ბრძოლა რომ ძალიან კარგად შეგვიძლია, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ჯერ ნაციონალებს მივუჩენთ თავის ადგილს და მერე ქართულ ოცნებასაც იმ ადგილს მივაკუთვნებთ, რაც ეკუთვნით. ორივე გუნდი უნდა წავიდეს და ხელისუფლებაში მოვიდეს ძალა, რომელიც ქვეყანაზე და ხალხზე იფიქრებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიკასპში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი დააკავეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: დღეს საქართველოს ძალიან ბევრი კარგი მინისტრი ყავს