ნინო ბურჯანაძე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს – შეჩერდეს საბანკო პროცენტები, გაუქმდეს ჯარიმები და გადავადდეს კრედიტები

“პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება, ჩემი აზრით, ეს არის დიდი ტყუილი, მაგრამ თუ ეს ასეა, მითუმეტეს, შეასრულონ ჩვენი ინიციატივა და გაითვალისწინონ. მეორე, რაც პრემიერმა თქვა, ეს იყოს ის, რომ პირად კონტროლზე აიყვანს პირდაპირ ინვესტიციებს. არ ვიცი, რამდენად ხვდება პრემიერი, რომ ამის თქმა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სისტემა არ მუშაობს. პრემიერ-მინისტრის საქმე არსად არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის პირდაპირი ინვესტიციების პირად კონტროლზე აყვანა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის ახალი ინიციატივაა, რომ სასწრაფოდ გაუქმდეს საბანკო ჯარიმები, შეჩერდეს პროცენტები და გადავდდეს სესხები.
„მოვამზადეთ პეტიცია, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას იმ მოთხოვნით, რომ მთავრობამ არსებული პანდემიოური ვითარება ფორსმაჟორად გამოაცხადოს და გაათავისუფლოს მოსახლეობა მძიმე საფინანსო და საბანკო ვალდებუილებებისაგან. – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალიდან ყველა მეტროსადგურთან პარტიის წარმომადგენლები დადგებიან და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა შეუერთდეს აღნიშნულ მოთხოვნას და ამ პეტიციას ხელი მოაწეროს.
“კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა. “ეროვნულმა ბანკმა” განაცხადა, რომ მომხმარებლებს კრედიტებს აღარ გადაუვადებს, ეს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მოსახლეობა იმყოფება უკიდურეს მდგომარეობაში, რომელსაც დაემატა კორონავირუსისგან და უუნარო მთავრობისაგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი. ივანიშვილი და მისი მთავრობა ბოროტად სარგებლობენ იმით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, არ ფლობს იურიდიულ დეტალებს და უბრალოდ ბევრ მათგანს არ ახსოვს, რომ ყველა ხელშეკრულებაში წერია ფორსმაჟორული სიტუაცია, რა დროსაც თუ მთავრობა არ თაღლითობს, ბანკები ვალდებულნი არიან როგორც მინიმუმ გადაუვადონ კრედიტები მოსახლეობას, ჩამოაჭრან პროცენტებიც და ჯარიმებიც.
ეს თაღლითობაა, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით გადაავადა სესხები და არ ითვალისწინებს, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. დიახ ეს არის ფორსმაჟორი, რასაც მალავს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსახლეობას დავუდგეთ მხარში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარტიამ “თავისუფალი დემოკრატები” საპარლამენტო არჩევნებიდან 4 მაჟორიტარი კანდიდატი მოხსნა
შემდეგი სტატიალაგოდეხში ქალი დაჭრეს