ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს

ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს, საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა შეიტანოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

მისივე განცხადებით, პოლიტიკურ კრიზისამდე ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების 6 წლიანი მმართველობის შედეგად მივიდა.

„მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, გამოეხმაუროს ამ განცხადებას და ყველამ ერთად, კატეგორიულად მოვითხოვოთ, ვინაიდან, ვადამდელი არჩევნები გარადაუვალია, ხელისუფლებამ შეცვალოს საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო გარემო. ასევე მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დამკვირვებლებს, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიახ, თქვენი გარანტიების და თქვენი კატეგორიული მოთხოვნების ქვეშ უნდა განხორციელდეს აღნიშნული ქმედება,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ხარება გაუმწესებიათ მთავარ დამრბევად ქოცებს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის დაწყებაში კვლავ საქართველოს ადანაშაულებს – პრეზიდენტობის კანდიდატის ინტერვიუ “deutsche welle”-სთან