ნინო ბურჯანაძე : კახა კალაძემ ღია ვაჭრობა შემოგვთავაზა

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელი განცხადება ქართული საზოგადოების დაცინვაა.

ბურჯანაძის შეფასებით, კალაძის შეთავაზება არის პირდაპირი ვაჭრობა.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება იყო ისეთი ცინიზმი და ისეთი დაცინვა ქართული საზოგადოების, რომ ვფიქრობ, ამასთან შეგუება მართლა არ შეიძლება. დღეს უბრალოდ პირდაპირ ღია ვაჭრობა შემოგვთავაზა კახა კალაძემ. ადრე თუ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ფარულ გარიგებებს ამზადებს ხელისუფლება, ახლა უბრალოდ, ღიად შესთავაზა ოპოზიციურ პარტიებს – ვინც ჭკვიანად მოიქცევა და ვინც თავს მოაწონებს ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვნილს, მას – ერთი ან ორი მაჟორიტარი. ეს არის სამარცხვინო. მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ამასთან შეგუება არ შეიძლება. თუ ჩვენ ამას შევეგუებით, ჩვენს შვილებს უბრალოდ ფულის მონობისთვის გავწირავთ და არანაირი პოლიტიკა და არაფერი არ ღირს იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობები ფულის მონად ვაქციოთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგანზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: შერეული მოდელით ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდება, ჩავშლით