ნინო ბურჯანაძე: გუბაზ სანიკიძის ჩვენს გუნდში ყოფნა იქნება მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი პოლიტიკურ პროცესებში

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

გუბაზ სანიკიძე არის ადამიანი, რომლისთვისაც უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველო, არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი, – ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ბატონ გუბაზს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, არა მხოლოდ პიროვნულად, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. შემიძლია ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ვთქვა რაც, ჩემი აზრით, უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი პოლიტიკოსის შეფასებაში. გუბაზ სანიკიძე არის ადამიანი, რომლისთვისაც უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველო, არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ეს არის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ჩემთვის პოლიტიკოსის შეფასებებში, როდესაც ადამიანისთვის უპირველესი არის სამშობლო და ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მასაც და გუბაზ სანიკიძესაც ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქვეყანა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

„ქვეყანას ემუქრება საფრთხე, რომ მან დაკარგოს სახელმწიფოებრიობა და გადაიქცეს უბრალო ტერიტორიად, იმიტომ რომ ქვეყანა იყიდა ერთმა ადამიანმა, რომელსაც უნდა საქართველოს ჯიბეში ჩადება და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები მას უბრალოდ ხელს შეუშლის საკუთარი მიზნების განხორციელებაში. ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. ჩვენთვის მნიშნელოვანია ის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და გააგრძელოს სახელმწიფოს მშენებლობა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში გუბაზ სანიკიძესთან ერთად ერთ გუნდში ყოფნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კაკაურიძე: ონლაინ სესხის კომპანიები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებაზე მუშაობენ, ეტაპობრივად გაუქმდებიან
შემდეგი სტატიაეკა ხერხეულიძე: “ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეყოლება ახალი თავმჯდომარე, რადგან პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილია