ნინო ბურჯანაძე გია ვოლსკის:ბატონო გია თქვენ ის ვოლსკი ხომ არ ბრძანდებით ნინო ბურჯანაძეს ძლივს, რომ ელაპარაკებოდით, აზრი რომ ვერ გამოჰქონდათ და ღელავდით

,,რა თქმა უნდა არ მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ სისხლის სამართლის კოდექსი, რომელზეც თქვენ ასე ბინძურად ცრუობთ” – ასე პასუხობს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე  ნინო ბურჯანაძე ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს  გია ვოლსკის, რომელმაც კარტოგრაფის საკითხზე ახალი დაკავებები დააანონსა და პასუხისმგებლობა ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირებს დააკისრა. გია ვოლსკიმ  სისხლის სამართლის კოდექსში ღალატის მუხლის შეცვლაში ღიად დაადანაშაულა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

„ერთიანი საქართველოს ლიდერმა“   ნინო ბურჯანაძემ  გია ვოლსკის ბრალდებას ხაშურიდან უპასუხა , სადაც ის საარჩევნო შეხვედრებს მართავს.  ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სამშობლოს ღალატი სწორედ ისაა, რასაც ახლა ,,ქართული  ოცნება” აკეთებს .

„ბატონო გია, თქვენ ის ვოლსკი ხომ არ ბრძანდებით ნინო ბურჯანაძეს ძლივს, რომ ელაპარაკებოდით, აზრი რომ ვერ გამოგქოდათ იმდენად ღელავდით. სწორედ ის ნინო ბურჯანაძე გპასუხობთ ახლა. რა თქმა უნდა, არ მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ სისხლის სამართლის კოდექსი, რომელზეც თქვენ ასე ბინძურად ცრუობთ, რადგან არაფერი არ გაუქმებულა, არც ერთი მუხლი არ ამოღებულა, ჩამონათვალი იქნა მხოლოდ, სადაც მუხლების სახელწოდებები იყო დასახელებული და მუხლები დარჩა.

ღალატი სწორედ ისაა, ბატონო გია, რასაც თქვენ ამბობთ , რომ თურმე ოპოზიცია და არასამთავრობოები ამბობენ რომ დავითგარეჯი არის აზერბაიჯანის ტერიტორია. არავის ეს არ უთქვამს, დავითგარეჯი ჩვენი მიწაა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ოთარ კახიძის ოფისს ქვები ესროლეს და ბანერი დააზიანეს
შემდეგი სტატიაშეიქმნება ხუთი მობილური ჯგუფი, საიდანაც თითო აჭარასა და იმერეთში, სამი კი თბილისში იმუშავებს