ნინო ბურჯანაძე : ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები წითელი ხაზია

„მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მიშელს და ევროკავშირს თანადგომისთვის და მედიაციისთვი. იმედია, მას კონკრეტული შედეგი შემოჰყვება. ის, რომ ბატონი მიშელის წარდგენილ ტექსტში გამოკვეთილია როგორც პოლიტპატიმრების საკითხი, ასევე შესაძლო ვადამდელი არჩევნების საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გეტყვით, რომ აღფრთოვანებული დავრჩი დღევანდელი კომენტარებით, რომელიც ხელისუფლებისგან მოვისმინე, სიმართლე გითხრათ, სხვას არც არაფერს ველოდი. მაგრამ პროცესში იმდენად მაღალი თანამდებობის პირია ჩართული, რომ იმედია ხელისუფლება უფრო მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს. მე გუშინ ღამით მქონდა კოლეგებთან კომუნიკაცია და არც ერთ კოლეგას არ უთქვამს, პირიქით, ხაზი გაესვა იმას, რომ გუშინ მიშელის თანდასწრებით ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები არის წითელი ხაზი. ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, ჩვენი უცხოელი პარტნიორი გაკვირვებული დარჩება ამ კომენტარით, რადგან მინიმუმ უნდა ილაპარაკო ერთი და იგივე მედიატორის თანდასწრებითაც და მისი წასვლის შემდეგაც. ეს არის ელემენტარული“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმუხრან ბურჭულაძე: კრიზისის ხელოვნურად შექმნა არ ღირდა გადაფურთხებულის ასალოკად და ეს ორივე მხარეს გეხებათ
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე – ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მოსახლეობასთან კომპრომისი დამარცხება და უკან დახევა არ არის