ნინო ბურჯანაძე: გამოძიება უნდა ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხურჩაში მომხდა ფაქტზე, კატეგორიულად არის მოსათხოვი, რომ გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს.

ბურჯანაძე სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე მწუხარებას გამოთქვამს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, თითოეული მოქალაქის დაკარგვა ძალიან მძიმე და დიდი ტრაგედიაა.

„სამწუხაროდ ხელისუფლების ქმედებები და რეაქცია არ არის ადექვატური, იმისა რაც ხდება ქვეყანაში და ეს არის სრულიად ნათელი. მე არაერთხელს განმიცხადებია, რომ ეს სამწუხარო და ძალიან მძიმე მოვლენები, რომელსაც ხურჩაშიც ჰქონდა ადგილი და რასაც ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამწუხაროდ გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთთან იქნება ის არანორმალური ვითარება რომელიც არის და სანამ რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზეა. სწორედ ამიტომ ვსაუბრობ იმაზე, რომ რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს ემოციურად, აუცილებელია, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება ელაპარაკოს რუსეთის ხელისუფლებას, აუცილებელია, რომ პრობლემები მოგვარდეს მოლაპარაკების გზით, რისი საბოლოო მიზანი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერი სახელმწიფოს ჯარისაგან განთავისუფლება, იქნება ეს რუსეთი, ნატოსი თუ რომელიმე სხვა სახელმწიფოს ჯარები. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ბუნებრივია ვგულისხმობ, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, არც ერთი უცხო ჯარისკაცი არ უნდა იდგეს და ჩვენი თავი ჩვენივე საკუთრება უნდა იყოს. ამისკენ უნდა მივისწრაფოდეთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენი რეალური პრობლემების მოგვარებას. მანამდე კი ასეთი ტრაგედიები რომ არ ხდებოდეს, ვიდრე გლობალური მოწესრიგება არ მოხდება ამ პრობლემის, აუცილებელია ინტენსიური კონტაქტი და კონსულტაციები რუსულ მხარესთან. ახლა არის კატეგორიულად მოსათხოვი, რომ გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს ვინც არ უნდა იყოს ის“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სუს-ის ინფორმაციით, 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისპორტის მინისტრი აღნიშნავს, რომ კორცხელის ჩხუბში მოქმედი სპორტსმენები არ მონაწილეობდნენ
შემდეგი სტატიაპუტინი უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ევროკავშირს პირველად ეწვევა