ნინო ბურჯანაძე ეუთო-ოდირის (OSCE/ODIHR) მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არჩევნებზე ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჯილიან სტირკის და პოლიტიკურ ანალიტიკოს ალი ვერიეს შეხვდა.

შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე. მან ხაზი გაუსვა სახელისუფლებო პარტიის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებს, კერძოდ: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას, ამომრჩევლებზე ზეწოლას და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე სუს-ის მხრიდან დევნას.
ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უამრავი დარღვევებით და გაყალბებით ჩატარდა. მიუხედავად იმისა რომ, „ერთიანი საქართველოს“ მიერ შეტანილი იქნა 700-მდე საჩივარი, არცერთი მათანი განხილული არ იქნა.
შეხვედრის დასასრულს ოდირის სადამკვირებლო მისიამ სურვილი გამოთქვა „ერთიან საქართველოსთან“ თანამშრომლობის შესახებ. მისივე განცხადებით, ხელისუფლება იძულებული უნდა გახდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს სამართლიანად.
შეხვედრამ საქმიან გარემოში ჩაიარა, მხარეებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს და შეთანხმდნენ რომ საჭიროების შემთხვევაში ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიას დამატებით კიდევ შეხვდება. არჩევნების ჩატარების დღეს კი 31 ოქტომბერს კი „ერთიანი საქართველოს“ ცხელი ხაზი მთელი დღის მანძილზე მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას.

banner
წინა სტატიაშიზაზა გოროზია „ახალი სამეგრელოს” კონცეფცია შემუშავებულია
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: „გასაგებია, ქართველ ხალხის გადაგდება, ახლა ვენეციის კომისიაც გადააგდო ივანიშვილმა“