ნინო ბურჯანაძე ეგზიტპოლის შედეგებს არ ენდობა

ქართული ანდაზაა,

ნინო ბურჯანაძე ეგზიტპოლის მონაცემებს არ ენდობა. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აღნიშნავს, ამომრჩევლების განცხადებით მათ არავითარ ეგზიტპოლში მონაწილეობა არ მიუღიათ და აქვს ინფორმაცია, რომ ადგილებიდან ბევრი ხმა მიიღეს.

„რაც შეეხება ეგზიტპოლებს, რომლითაც მუდმივად ხდება მანიპულირება საქართველოში, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ტელევიზიებშიც კი 30% რჩება პასუხგაუცემელი. გარდა ამისა, ყველამ ძალიან კარგად იცით, ჩვენი მომხრეები იყვნენ გაფრთხილებულნი, არცერთ ჩვენს მომხრეს არ გაუცია პასუხი ეგზიტპოლების შეკითხვისთვის, რადგან ჩვენ ვიცით, როგორი მანიპულირება ხდება ეგზიტპოლების მიერ “ – განაცხადა ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ GFK-ს პირველადი მონაცემებით, ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობას – 2,81% აქვს.

banner
წინა სტატიაში“ჭკუით იყოს ივანიშვილი, შეიძლება მას საკუთარი ჭორვილა და მილიარდები მოენატროს”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ვიდრე ჩვენი ცხოვრების ბოლო სანთელი ჩაქრება, მუდამ ხალხის გვერდით ვიქნებით