ნინო ბურჯანაძე: ,,ძალიან შეშლია, ბატონ ბორელს”

,,ბორელის ქვეყანაში ვინმემ მაჟორიტარობის კანდიდატს მოლოტოვის კოქტეილი რომ ჩაუდოს, მაშინ თუ ილაპარაკებს დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებზე” , – განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ,,PALITRA NEWS”-ის გადაცემა ,,რეზიუმის” ეთერში.

,,ძალიან შეშლია ბატონ ბორელს, სამართლიანად ეუთოს არ უღიარებია ეს არჩევნები. აღიარეს როგორც კონკურენტული არჩევნები, მაგრამ სიტყვა სამართლიანი არავის უხსენებია.
არცერთი თავმოყვარე დიპლომატი არ იტყვის სხვა ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, მაგრამ ასეთი პოლიტიკური კრიზისის დროს, როდესაც ერთმანეთს არ ელაპარაკება ოპოზიცია და ხელისუფლება და მედიატორი გჭირდება, ასეთ ქვეყანაში აუცილებელია ხელახალი არჩევნების ჩატარება”. – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – მინდა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მოვუწოდო, დინგში მოარტყან ამ მთავრობას
შემდეგი სტატიაგვარამია: არ შეიძლება წაყრუება და ენისმოჩლექა, როცა საქმე შენი ქვეყნისთვის გრანდიოზულ და დამღუპველ შეცდომას ეხება.