“ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა” ჯონდი ბაღათურიას დაუჭერს მხარს

“ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა” საბურთალოს რაიონის N 4 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ წარადგენს და მხარს დაუჭერს “ქართული დასის” ლიდერს ჯონდი ბაღათურიას.

მთელი საქართველოს მასშტაბით კი “ქართული დასის” აქტივი მხარს დაუჭერს “ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიულ მოძრაობას“. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ და ჯონდი ბაღატურიამ დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს. “ჩვენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბ-ნ ჯონდისთან და “ქართულ დასთან“ და მოხარული ვარ, რომ ბ-ნი ჯონდი და მისი თანაპარტიელები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოში უბლოკო სტატუსის გამოცხადებას და ასევე, სხვა დანარჩენ საპროგრამო დოკუმენტებში, ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი პარტიები არ გამოდიან ერთ ბლოკში. ბ-ნი ჯონდის პარტია ცალკე არის დარეგისტრირებული, მაგრამ ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია ეს. წინასწარ ვუხდი მადლობას “ქართული დასის” წარმომადგენლებს, რომლებიც არჩევნების დღეს, პარტიული ნიშნით, შემოხაზავენ სამიანს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძე არის გამოცდილი ლიდერი და მადლობა გადაუხადა მას, თანამშრომლობისათვის. ასევე, ჯონდი ბაღათურიამ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით მხარი დაუჭიროს “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობას”. ნინო ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქართულ ეროვნულ ფასეულობებზე, საქართველოს ერთიანობის , საქართველოს სუვერენიტეტის და სტრატეგიული ინტერესების შენარჩუნებაზე იქნება დაფუძნებული “ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის” მთელი პოლიტიკა.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე: პრეზიდენტი პარტიებს მშვიდობის მემორანდუმზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიათეიმურაზ ტუღუში: მურუსიძეს სახეზეც არ ვიცნობ, ჩინჩალაძე დღეს პირველად ვნახე