ნინო ბურჯანაძე – დედამიწის ზურგზე ვერავინ, ვინც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, ვერ გვიბრძანებს გაყალბებულ პარლამენტში შესვლას

admin
ავტ.: admin ნოემბერი 18, 2020 13:42

ნინო ბურჯანაძე – დედამიწის ზურგზე ვერავინ, ვინც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, ვერ გვიბრძანებს გაყალბებულ პარლამენტში შესვლას

დედამიწის ზურგზე ვერავინ, ვინც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, ვერ გვიბრძანებს პარლამენტში შესვლას, რომელიც არის გაყალბებული და მანიპულირებული,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლისკენ პირდაპირ არ მოუწოდებს. ბურჯანაძე აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა მოიცავს დარღვევებს და გაკეთებულია მოწოდება, რომ აუცილებელია ამ დარღვევების გამოსწორება.

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, მეორე ტურისა და შემაჯამებელი ოქმის შემდეგ, როცა დადგინდება, რომ შედეგები გამოსწორებას არ ექვემდებარება, ეუთო/ოდირის დასკვნაც უფრო მკაცრი იქნება.

„ეუთო პირდაპირ არ მოგვიწოდებს, რომ პარლამენტში შევიდეს ოპოზიცია – იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ არჩევნების შედეგები არ არის გაყალბებული. ეუთო ამბობს თავის მოსაზრებას და იმ დარღვევებით, რომელიც არის საქართველოში, როდესაც არჩევნები დაიწერა და ჩვენ ახლა ვაგროვებთ ათასობით ხელმოწერას ადამიანების, რომლებიც წერენ, რომ კონკრეტულ უბანზე, სადაც ნულია, ადამიანებს ხმები აქვთ მიცემული, წერენ სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერს და დედამიწის ზურგზე ვერავინ, ვინც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, ვერ გვიბრძანებს პარლამენტში შესვლას, რომელიც არის გაყალბებული და მანიპულირებული.

მე არ წამიკითხავს ასეთი პირდაპირი მოწოდება, გინდა თუ არა, შედით პარლამენტშიო. ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც იყო დაწერილი და კიდევ უფრო მძიმე დასკვნა იქნება დაწერილი, პირდაპირ მოიცავს იმ დარღვევებს, რა დარღვევებიც იყო ჩამოთვლილი და წერდა, რომ აუცილებელია ამ დარღვევების გამოსწორება. როდესაც მეორე ტურის შემდეგ და შემაჯამებელი ოქმის შემდეგ დადგინდება, რომ ეს შედეგები გამოსწორებას არ ექვემდებარება, გარწმუნებთ ეუთო-ოდირის დასკვნა კიდევ უფრო მკაცრი იქნება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 18, 2020 13:42