ნინო ბურჯანაძე: ჩვენ დავბეჭდავთ თქვენს სურათებს პლაკატებზე წარწერით მოღალატე

“ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სამწუხაროდ, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, პარტიის მიერ წარგზავნილი კომისიის წევრები გაიყიდნენ.

“ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ. მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც უღალატა ჩვენს პარტიას და ქვეყანას იმიტომ, რომ ქვეყნის ინტერესებში შედიოდა ის, რომ ჩვენ მოვსულიყავით ხელისუფლებაში. პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ვატარებთ მოკვლევას და ყველას გამოვავლენთ ვინც უღალატა იმ ხალხს, რომლებმაც შემოხაზეს სამი ნომერი.

ყველას გამოგავლენთ, ვინც უღალატა 26 მაისს ნაცემ-ნაგვემ გაუბედურებულ და მერე ფეხზე წამომდგარ ადამიანებს. გამოგავლენთ და გპირდებით – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, მართლა კაპიკებს ვითვლიდით ბანერების, პლაკატების და ბუკლეტების დაბეჭდვაში და გაკვრაში, ჩვენ დავბეჭდავთ თქვენს სურათებს პლაკატებზე წარწერით “მოღალატე-გამყიდველი“ და ამ ფოტოებს ყველა იხილავს ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში. გპირდებით, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში გამყიდველობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია ,,კავკასიის“ პირდაპირ ეთერში, დავით აქუბარდიასთან – სტუდია “სპექტრში“ სტუმრობისას.

“ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა განმარტა, რომ ვინც პარტიიდან იღებდა ოფიციალურად ხელფასს, ვისაც პარტიის წევრები ენდობოდნენ, ხოლო მათ კი დაუბალანსებელ ოქმებზე ხელი მოაწერეს და შემდეგ უარს ამბობენ პარტიასთან თანამშრომლობაზე, ის პიროვნებები აუცილებლად დაისჯებიან და მათი შვილები იქნებიან ამ სირცხვილის მოწმენი.

banner
წინა სტატიაშიგაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი: ტრამპის პრეზიდენტად არჩევა არ შეიძლება
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების უფლებამოსილ ლიდერებს მივმართავ, განცხადება გააკეთონ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება”