ნინო ბურჯანაძე : ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, დღეს და ხვალ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება

ქართული ანდაზაა,

”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც ბურჯანაძემ ”თბილისი მარიოტში”, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს და ხვალ იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი და ოპოზიციური პარტიები გაჩერებას არ აპირებენ.

”ახლა იწყება ხმებისთვის ბრძოლა. ჩვენ უკვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ცალკეული უბნებიდან ჩვენი წარმომადგენლების გამოყრა დაიწყეს. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს, უბნებზე მყოფ წარმომადგენლებს, საარჩევნო კომისიის წევრებს, ბოლომდე იბრძოლოთ ხმების დასაცავად და დაუდექით გვერდით იმ პარტიების წარმომადგენელს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. დღეს არჩევნების შედეგების შეცვლა რეალურად შესაძლებელია და შეგვიძლია შევცვალოთ ის ციფრები, რომელიც ”ქართულ ოცნებას” უნდა დაწეროს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე მქონდა შეხვედრა რამდენიმე უცხოელ დამკვირვებელთან და ისინი შეშფოთებულები არიან იმ სურათით, რაც ნახეს. რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯოთ ბატონო ბიძინა, ყველაფერი არ იყიდება და ყველაფერი არ იმალება. ადრე თუ გვიან ეს ძალიან მძიმედ შემოუტრიალდება ”ქართულ ოცნებას”. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, დღეს და ხვალ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – არჩევნები თბილისში ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა
შემდეგი სტატია“თუ ფიქრობთ, რომ მე მომწონს, რაც გამოვაქვეყნეთ, ცდებით”- ნიკა გვარამია ეგზიტპოლის შედეგებზე