ნინო ბურჯანაძე: ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ტერორიზმის საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ

მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურის უგულებელყოფით იმისთვის, რომ ტერორიზმი დამარცხებული იყოს , – ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ნინო ბურჯანაძე საკრებულოში პარტიის წევრებთან ერთად მოვიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ არც საფრანგეთში და არც არსად ადამიანები ტერორიზმის მსხვერპლი აღარ უნდა გახდნენ.
“არ ვიქნებოდი ძალიან მშვიდად საქართველოს სტაბილურობის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ კვლავ სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგევართ. ამიტომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ტერორიზმის საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ტვინს ურევენ, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, დაცული იყვნენ და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს”, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის საკრებულოს დეპუტატსა და რწმუნებულს პატიმრობა მიესაჯათ
შემდეგი სტატიარუსეთმა სირიაში მორიგი იერიში მიიტანა