ნინო ბურჯანაძე აუცილებლად მიიჩნევს საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების პირველი პირების შეხვედრას

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აუცილებლად მიიჩნევს საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების პირველი პირების შეხვედრას.

კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია მიხეილ ჯანელიძისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მიზანშეწონილი კი არა, აუცილებელია.

„მსოფლიო პრაქტიკა და ისტორია აჩვენებს იმას, რომ ომის გარდა არსებობს მხოლოდ ერთი გზა – დიპლომატიის და მოლაპარაკებების გზა. რაც მალე გავიგებთ ამას ქართველები, მით უკეთესია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ ”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში” რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. შესაბამის განცხადებას მიხეილ ჯანელიძე გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აკეთებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბედავა აპირებს ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივლოს
შემდეგი სტატიამოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების დღე აღნიშნეს