ნინო ბურჯანაძე: ამჯერად ჩვენ ხარისხიანი ქართველების აქციებს ვიხილავთ

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

პარტია „გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასა და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დაანონსებულ აქციებს ეხმაურება:

„კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩნდება ხოლმე, მაგრამ რაც შეეხება აქციების დაანონსებას, როგორც ჩანს, ამჯერად ჩვენ ხარისხიანი ქართველების აქციებს ვიხილავთ. როდესაც ჩვენ გვჭირდებოდა მხარში დგომა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ყველას უხარისხო ქართველები გვიწოდეს. ასე რომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ადამიანები სიმართლისთვის იბრძვიან, თუნდაც შენ იმ ადამიანების მიმართ რაღაც პრეტენზიები გქონდეს“,- აცხადებს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ 5 მაღალჩინოსანს ე.წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაში„მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისათვის“ ე.წ კაბელების საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სიის პირველი ათეული ოფიციალურად წარადგინა