ნინო ბურჯანაძე: ,,აჭარაში ყოველთვის დიდი მხარდაჭერა გვაქვს”

,,ძალა და გამოცდილება” – ამ სლოგანით ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძე აჭარაში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართა და მხარდამჭერებს აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმისა და ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგენა.
1.გიორგი ცინცქილაძე
2. გიორგი მახარაშვილი 3.იმედა თხილაიშვილი
4. ლიანა თაფლაძე
5.შაქრო პაპიძე
6. ემზარ სურმანიძე
7.დარეჯან დიასამიძე
8.ლაშა ხალვაში
9. ნინი ბაუჟაძე
10. ნუგზარ შარაძე
,,ყველა ამ ადამიანს ძალიან კარგად იცნობს აჭარა. ჩვენი კანდიდატები არიან ღირსეული ადამიანები, რომლებიც დაიცავენ აჭარის ინტერესებს. მე რა თქმა უნდა ძალიან დიდი იმედი მაქვს აჭარლების, რადგან აქ ყველა არჩევნებზე გვქონდა დიდი მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ ახლაც ასე იქნება”, – განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო: ხვიბლიანებს სამართლებრივ დავაში დავეხმარებით
შემდეგი სტატიაარჩევნების შემდეგ აქ მდგომი არცერთი ადამიანი სახეს არ შეირცხვენს