ნინო ბურჯანაძე აბაშასა და სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა

,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად აბაშასა და სენაკში ჩავიდა სადაც საკუთარ მხარდამჭერებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და საარჩევნო პროცესზე ესაუბრა.

,,ჩვენ ვიცით, რომ თქვენს აქ მოსვლას დიდი გამბედაობა სჭირდება. ზოგიერთ თქვენგანს აქვს სამსახური, თქვენი შვილები შეიძლება დასაქმებულები იყვნენ სახელმწიფო ორგანიზაციებში. იცით რომ გაკონტროლებენ, მაგრამ თქვენ მაინც მოხვედით. ამიტომ მადლობას გიხდით ასეთი გულწრფელი და თბილი დახვედრისთვის”. – ასე დაიწყო ნინო ბურჯანაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრა.

პარტიის ლიდერმა აბაშისა და სენაკის ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო გეგმა გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში ამ გეგმის სისრულეში მოყვანას შეპირდა.

,,ჩემი ამოცანაა მოვისმინო ამ ადამიანების განწყობა და პრობლემები. მე უნდა ვუთხრა მათ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მე და ჩემი გუნდი გამარჯვების დემთხვევაში.
ჩვენ რასაც ვპირდებით არის რეალისტური, ამიტომ თითოეული მათგანი უნდა დაფიქრდეს, ვინ შეძლებს ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ყველაზე კარგად მოგვარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რეფორმას განათლების სისტემაში, რათა ყველას შვილმა შეძლოს ცოდნის განვითარება.
ჩვენ ამ ადამიანებს გავაცანით ჩვენი უნიკალური ინიციატივა ეროვნული სასოფლო სამეურნეო კოორპორაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გლეხებისა და ფერმერების სასოფლო სამეურნეო ტექნიკით, ინფრასტრუქტურით, გადამამუშავებელი ქარხნებით და სამაცივრე საწყობებით უზრუნვლეჰყოფას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ სასოფლო-სამეურნეო დარგში დავასაქმებთ და სტაბილური შემოსავლით ვუზრუნველჰყოფთ 640 ათას ადამიანს.

იმედი მაქვს ამ შეხვედრიდან ჩემი მხარდამჭერები წავლენ დარწმუნებულები იმაში, რომ მე ვარ პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ძალა და გამოცდილება, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოწალაქეების პრობლემები მოვაგვარო”. – განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრის ბოლოს ნინო ბურჯანაძემ აბაშისა და სენაკის მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ 31 ოქტომბერს ყველა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი, რათა ხელისუფლებას არ დაუტოვონ ცარიელი ბიულეტენი გასაყალბებლად.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსი“ არის ძალა, რომელსაც კონკრეტული გეგმა გააჩნია, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს ქვეყანა და როგორ უნდა გამოიყვანონ ის სიღარიბიდან
შემდეგი სტატიაჩვენ ვიწყებთ მნიშვენლოვან საარჩევნო ეტაპს