ნინო ბურჯანაძე: 8 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ პენსიონერს ექვსი დოლარით მოუმატა პენსია

“ყურადღებით ვუსმინე ბატონ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მე სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ. ის ადამიანები, რომლებსაც ვხდები და ვინც ჩვენ ირგვლივ არიან, სხვაგან ცხოვრობენ, ივანიშვილი კი – სხვაგან. ეს რეალურადაც ასეა: ადამიანებს, რომლებსაც მილიარდები აქვთ, მოწყვეტილნი არიან რეალობას, მაგრამ დამნაშავე, ამ შემთხვევაში, ის გუნდია, რომელმაც ის ციფრები მიაწოდა ბატონ ივანიშვილს.

ბატონი ბიძინა საუბრობდა წარსულზე, არაფერს ამბობდა იმაზე, რა გაკეთდება მომავალში. რატომ გვავიწყდება, თუ როგორი იყო ლარის კურსი 2012 წელს და როგორია დღეს? ლარის სავალუტო კურსი 2012 წელს იყო 1.65ლარი, 2020 წელს ლარის კურსი 3.40-ია. პრაქტიკულად, ორჯერ მოხდა ლარის კურსის დევალვაცია. პენსია 2012 წელს იყო 140 ლარი, ანუ მაშინდელი კურსით 65 დოლარი, დღეს არის 220 ლარი, მაგრამ ეს 220 ლარი უდრის 69 დოლარს. არ არის უხერხული, ადამიანს, რომელსაც 7 მილიარდი გაქვთ, ლაპარაკობთ 8 წლის განმავლობაში 6 დოლარით პენსიის მომატებაზე?! ეს არ არის სირცხვილი? არავინ გითხრათ?
8 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ პენსიონერს ექვსი დოლარით მოუმატა პენსია. ფასები რამდენით გაიზარდა, მგონი, ამაზე ლაპარაკი არ ღირს. რეალური უმუშევრობა, ახალი გაანგარიშებებით, რომელიც ასევ, ჩემზე უკეთესად უნდა იცოდეს ბატონმა ბიძინამ, საქართველოში 40%-ია. ინვესტიციები ხუთჯერ ნაკლებია: 2012 წელს იყო 1.4%, დღეს კი არის 4.8%.
მართლა სირცხვილია!
დღესაც რომ ხალხს შია და მაცივარი ცარიელი აქვთ, არ იცით? არც გინდათ, დაინახოთ და გგონიათ, რომ 50 ლარის გადახდით და ასი ლარის ხმაში გადახდით, ყველაფერ იყიდით? არა, ხალხი ასე არ ფიქრობს, ბატონო ბიძინა. თუ მართლა ყველაფერს იყიდით და ეს ადამიანები მართლაც ბედნიერები იქნებიან ერთჯერადად 50 ლარის ხმაში მიღებით, მაშინ ალბათ, თქვენ უფრო სწორად იცნობთ საზოგადოებას, მაგრამ არ მგონია, ეს ასე იყოს,“ – ასე აფასებს, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : სკოლებში ინფიცირების შემთხვევა მოსალოდნელია და სამოქმედო გეგმაზე გადაწყვეტილება სკოლის ხელმძღვანელობამ ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა მიიღოს
შემდეგი სტატიახელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს