ნინო ბურჭულაძე – ძეგლების დასუფთავების საზაფხულო კამპანია გრძელდება

“მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის”
(საყდრისის კომიტეტი) აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალსა მის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მცენარეული საფარისგან გაწმენდა დასუფთავების საზაფხულო კამპანიას.

დასრულდა XIII საუკუნის ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის გაწმენდა – დასუფთავების სამუშაოები. სრულად გაიწმინდა ტაძრის მარნის და ბიბლიოთეკის შენობა.
ისტორიული გალავანი, ძველი სასაფლაო და მონასტრის მიმდებარე ტერიტორია.

ნინო ბურჭულაძე – ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის”
(საყდრისის კომიტეტი) ხელმძღვანელი აცხადებს, რომ
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაწმენდა – დასუფთავების სეზონურ კამპანიებს უკვე მეოთხე წელია ატარებენ და ის წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და გვიან შემოდგომით მიმდინარეობს.

,,წელს ხანგძლივი წვიმების გამო სამუშაოები გვიან დავიწყეთ. გახშირებულო მცერარეული საფარის გამო სირთულეებიც მრავლად იყო ამიტომ მეტწილად სამუშაო პროცესი ძეგლებზე რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.

ფიტარეთის მონასტერი მეოთხე ძეგლია
აბულმუგის სპარსული აბანოს(XVIIს) . სათხის მონასტრის(XIIIს) და ხულუტის ციხე-დარბაზის(XVIIIს) შემდგომ, რომელიც ჩვენი საზაფხულო კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა.
სასიხარულოა რომ წელს ფიტარეთში სამუშაო პროცესს ადგილობრივი მოსახლეობა,კომპანია” RMG” ის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც შემოუერთდნენ.
ივლისის დასაწყისში უკვე დაგეგმილია მუშევანის ძეგლების გაწმენდა- დასუფთავების სამუშაოები.”-აცხადებს ნინო ბურჭულაძე.

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე ხრამის ხეობაში მდებარეობს და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ -ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს.
“მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ( საყდრისის კომიტეტი)ფიტარეთს 2016 წლიდან უწევს მონიტორინგს. აქტივისტების აქტიურობის შედეგად 2018 წელს მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც წელს ფრესკების კონსერვაციით სრულდება.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – ფეხბურთელების თავდადებამ კიდევ უფრო ნათელ ფერებში წარმოაჩინა ევროპის და მსოფლიოს რუკაზე საქართველო
შემდეგი სტატიაპარლამენტის დღევანდელი სხდომა ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღნიშვნით დაიწყო