ნინო ბურჭულაძე – დავასრულეთ მუშევანის ძეგლების გაწმენდითი სამუშაოები

“მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის”
(საყდრისის კომიტეტი) აგრძელებს დმანისის,ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალსა და მის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მცენარეული საფარისგან გაწმენდის საზაფხულო კამპანიას.

მუშევანში დასრულდა X და XV-XVII საუკუნეების ძეგლების გაწმენდითი სამუშაოები.

,, მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ მუშევანის X საუკუნის ეკლესია 2022 წელს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. პირველად, სწორედ მაშინ, მისი ჯაგნარისგან გაწმენდის დროს,აღმოვაჩინეთ ცნობილი ქართული წარწერა “ქრისტე შეიწყალე კრავაი დედოფალი”, მეცნიერებს დაკარგული ეგონათ.

,,მუშევანის ეკლესია ცნობილია თავისი მნიშვნელოვანი ქართული წარწერებით რომლებიდანაც რამდენიმე, ჯერ კიდევ იკითხება ეკლესიის შემორჩენილ ერთადერთ კედელზე.

გადარჩენილი კიდევ ერთი წარწერა კედლის მიმდებარედ მიწაზე დევს. მეორე კი დაკარგული ეგონათ.
ასეთივე მძიმე მდგომარეობაში დაგხვდა იმ დროს სოფლის ბოლოში მდებარე გვიანი შუასაუკუნეების ეკლესიაც.

მუშევანის ორივე ძეგლი 2022 წელს ჩვენი ინიციატივით შემოიღობა და შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერებიც გაკეთდა.” – აცხადებს ნინო ბურჭულაძე.

ორგანიზაცია “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ძეგლების გაწმენდა-დასუფთავების სეზონურ კამპანიებს უკვე მეოთხე წელია ატარებს და ის ტრადიციულად წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და გვიან შემოდგომით მიმდინარეობს.

მუშევანის ეკლესიები რიგით მეხუთე და მეექვსე ძეგლებია აბულმუგის სპარსული აბანოს(XVIIIს). სათხის მონასტრის(XIIIს). ხულუტის ციხე-დარბაზის(XVIIIს) და ფიტარეთის მონასტრის(XIIIს) შემდეგ რომლებიც საზაფხულო კამპანიის ფარგლებში გაიწმინდა.

მუშევანში გაწმენდით სამუშაოებში აქტივისტებთან ერთად მონაწილეობას კომპანია” RMG” ის გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებიც იღებდნენ.

,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის”
ძეგლების გაწმენდა – დასუფთავების კამპანიას ივლისის ბოლოს დმანისის მუნიციპალიტეტში დაასრულებს.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, არც აქამდე უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის
შემდეგი სტატიაზელენსკი – მსოფლიო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია, ნუ დაველოდებით ნოემბერს, უნდა ვიმოქმედოთ საკმარისად ძლიერად, საკმარისად მტკიცედ, ეს უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია