საზოგადოებრივმა გაერთიანებამ “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ( საყდრისის კომიტეტი) ხულუტის ციხე – დარბაზის გაწმენდა- დასუთავების სამუშაოები ჩაატარა.
მცენარეული საფარისგან გაიწმინდა ძეგლის ცალკეული ნაწილები,ასევე გაიწმინდა და მოწესრიგდა ძეგლის მიმდებარე ტერიტორია და ძეგლამდე მისასვლელი კიბე-საფეხურები.
XVIII საუკუნის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თეთრიწყაროს მინიციპალიტეტში მდინარე ქციას( ხრამი) ხეობაში მდებარეობს და ქართული ციხე-დარბაზების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს.
აქტივისტების ინიციატივით და სრული მონიტორინგით ხულუტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები (1 მლნ.ლ) სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ნინო ბურჭულაძე “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელი. ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდა და მას შემდეგ ძეგლი რეგიონში ერთ – ერთი ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ მარშრუტად იქცა. სამწუხაროდ ბევრი დამთვალიერებელი ასევე ძეგლს დაზიანების რისკების ზრდასაც ნიშნავს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ,ტურისტულ კომპანიებს,
გიდებს, თავად დამთვალიერებლებს- მაქსიმალურად შეიზღუდოს უკონტროლო გადაადგილება ძეგლზე. განსაკურებით ციხე-დარბაზის მარანში,სადაც ჯერ კიდევ შემონახულ და დღემდე შეუსწავლელ ქვევრებს დაზიანების საფრთხე ემუქრებათ.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ -დასუფთავების სამუშაოების მორიგი ეტაპი გვიან შემოდგომაზე, ძეგლების გაწმენდა – დასუფთავების საშემოდგომო კამპანიის ფარგლებში ჩატარდება , რომელშიც მოხელისე მოქალაქებიც იქნებიან ჩართულები.
ხულუტის გაწმენდითი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სტანდარტების დაცვით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას კომპანია ” RMG” ის გარემოსდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც იღებდნენ.