8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ნინო ბურჭულაძე – ,,ჩვენ ყველა ერთად ვწერთ ხულუტის ციხის ახალ ისტორიას”

საუკუნეებს გამოვლილი ხულუტის ციხე-დარბაზი ჩატარებული სამუშაოების წყალობით პირვანდელ ისტორიულ იერსახეს იბრუნებს.

,,კულტურული მემკვიდრეობით არა მხოლოდ უნდა ვამაყობდეთ, ის უნდა გვიყვარდეს კიდეც და ვპატრონობდეთ! დღეს ჩვენ ყველა ერთად, ხულუტის ახალ ისტორიას ვწერთ”. – ამ სიტყვებით მიმართა მოძრაობა
,,კულტურული მემკვიდრეობისთვის” ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ საზოგადოებას,
ღონისძიებაზე რომელიც ხულუტის ციხე-დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ საზოგადოებას მასშტაბური რეაბილიტაციის შედეგად განახლებული ისტორიული სივრცეები წარუდგინა.

განახლებული რეზერვუარი, დაცული მარანი და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ძეგლის განვითარების ახალ ეტაპს ქმნის.

შედეგად, ციხე-დარბაზი კვლავ მზადაა, ვიზიტორებს უმასპინძლოს და ჩვენი ქვეყნის წარსული კიდევ ერთხელ გააცნოს.
ღონისძიება წარმოუდგენლად ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

მსახიობმა ზვიად დოლიძემ სტუმრებს ლადო ასათიანის უკვდავი ლექსები წაუკითხა, ხოლო საქართველოს ჰიმნის ფონზე ციხე-დარბაზის კედლებზე საქართველოს დროშის ფერები გადმოეფინა.

,,ეს იყო მომენტი, რომელმაც მთელი სიმაგრე მოიცვა და თითქოს რეალურად გააცოცხლა მე-17 საუკუნის ისტორია. ხმლების ჟრიალმა, ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის ავთენტურმა შესამოსელმა და სანახაობამ სტუმრები წარსულში გადაიყვანა — თითქოს ყველამ ერთად ვიმოგზაურეთ საუკუნეების მიღმა.” – აღნიშნა მსახიობმა ზვიად დოლიძემ.

ისტორიის ძეგლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტივისტების ინიციატივით 2021-2023 წლებში დაიწყო. რესტავრაციას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი: ძეგლის სკანირება, გეოლოგიური და კედლის ქვის კვლევები.

სივრცე გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან, მოეწყო ციხე-დარბაზამდე მისასვლელი უსაფრთხო და კომფორტული ბილიკი, რამაც ძეგლის დათვალიერება ვიზიტორებისთვის გაცილებით მარტივი გახადა.

„ჩვენი აქტივობის მთავარი მიზანია, კულტურულ ძეგლებს არა მხოლოდ პირვანდელი სახე დაუბრუნოთ, არამედ ისინი ქვეყნის ცოცხალ ისტორიულ და ტურისტულ რუკაზე დავაბრუნოთ. ხულუტის ციხე-დარბაზი არის ადგილი, რომელიც საქართველოში ჩამოსული თითოეული სტუმრისთვის აუცილებლად სანახავი და საამაყო სივრცე უნდა გახდეს. თითოეული გადარჩენილი ძეგლი ჩვენი ისტორიისა და მომავლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც პატრონობითა და სიყვარულით უნდა გავუფრთხილდეთ.“ – აღნიშნა „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხელმძღვანელი, ნინო ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა – ამოღებულია 1 კგ-ზე მეტი მარიხუანა და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკი
შემდეგი სტატიათიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია