ნინო ბურჭულაძე – არ არის გამორიცხული, აჰმედ ჩატაევს თავი შაჰიდის ქამრით აეფეთქებინა

არ არის გამორიცხული, აჰმედ ჩატაევს თავი შაჰიდის ქამრით აეფეთქებინა, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრის“ ანალიტიკოსმა, ნინო ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ჯერ კიდევ 22 ნოემბერს „პალიტრამედია“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ იმ სახლში, სადაც ეს პირები იმყოფებოდნენ, დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა. ამიტომ ჩემი აზრია და არ არის გამორიცხული, აჰმედ ჩატაევს თავი შაჰიდის ქამრით აეფეთქებინა.

ვერავინ დაიჯერებს იმას, რომ შაჰიდის ქამარი აჰმედ ჩატაევმა იმ წუთში მოამზადა, რომ მერე თავი აეფეთქებინა. თუ არსებობდა ნამდვილად შაჰიდის ქამარი, დარწმუნებული ვარ, ის ერთი არ იქნებოდა და ტერორისტული აქტი, რომელსაც, სავარაუდოდ, ისინი გეგმავდნენ და ამაზე უსაფრთხოების სამსახური გაავრცელებს ინფორმაციას, შესაძლოა თვითმკვლელთა მონაწილეობით ჩატარებულიყო. თვითმკვლელების მონაწილეობით ტერორისტული აქტი იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლი იქნებოდა მრავალრიცხოვანი“, – განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ სახალხო დამცველის კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
შემდეგი სტატიახვალიდან მორწმუნეებისთვის შობის მარხვა იწყება