ნინო ბურჭულაძე – ,,70 ჰექტარი ტყის გადარჩენას შევძლებთ”

დაბა კაზრეთში კომპანია “RMG Copper” ის მშრალი კუდების სანაყაროს მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ” საყდრისის კომიტეტის” აქტივისტებიც ესწრებოდნენ, რომელთა მიზანს ახალ პროექტში მოსახლეობის, გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის ინტერესების დაცვა წარმოადგენს. პროექტი,რომელიც აქტივისტების მოთხოვნით უნდა განხორციელდეს საქართველოში პირველია და ამასთანავე ბევრად ეკომეგობრული ვიდრე აქამდე არსებული მისი ანალოგიები.

“მშრალი კუდების სანაყაროს მოწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი,რომელიც უკვე წლებია ეფექტურად ხორციელდება ევროპის და აზიის ქვეყნებში,თუმცა ის საქართველოში პირველად ინერგება. ამასთანავე პროექტი არის გარემოსთვის ბევრად უსაფრთხო ვიდრე აქამდე არსებული მისი ანალოგიები.

როგორც მოგეხსენებათ, 2023 წელს ხანგძლივი კონსულტაციების შედეგად “საყდრისის კომიტეტმა” მიაღწია შეთანხმებას კომპანიასთან ტრადიციული კუდსაცავის მშენებლობის ნაცვლად მშრალი კუდების სანაყაროს მოწყობის თაობაზე,რამაც შესაძლებლობა მოგვცა გადაგვერჩინა 70 ჰექტრამდე ტყის ფონდი გაჩეხვისგან.

რა თქმა უნდა ამ პროექტსაც აქვს თავისი რისკები თუმცა ვფიქრობთ რომ სწორად მართვის და ეფექტური მონიტორინგის პირობებში შესაძლებელია ამ რისკების საგრძნობლად შემცირება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურად ჩართვა”-აცხადებს ,,საყდრისის კომიტეტის” ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე

შეგახსენებთ, რომ ” საყდრისის კომიტეტი” 2018 წლიდან კომპანია ” RMG” ის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას უწევს მონიტორინგს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი უკრაინაში რუსული რაკეტების ჩამოგდების საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატიაკირბი: საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი რადიკალურად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას