ნინია კაკაბაძე : პაატა სალია ერთი-ორი თვე იტყვის, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, თუმცა ეს განცხადება ღიმილის მომგვრელია

ახლა გაცილებით პრინციპულია ის, რომ რუსთავი 2 გადარჩეს იმ სახით, როგორი სახითაც არსებობს

მედიაექსპერტის ნინია კაკაბაძის შეფასებით, ქიბარ ხალვაში იბრძოდა იმისთვის, რომ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის სარედაქციო პოლიტიკა შეცვლილიყო, ამიტომ მისი ადვოკატის განცხადებები, რომ არ შეიცვლება ეს პოლიტიკა ღიმილის მომგვრელია.

“ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს”,- განუცხადა კაკაბაძემ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : სასამართლოს გადაწყვეტილების არ შესრულება კანონით დასჯადია, ამ საკითხზე ჩვენი ოპონენტების ე.წ. არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია
შემდეგი სტატიაივანიშვილის სურვილია აღარ არსებობდეს კრიტიკული აზრი – ოპოზიცია “რუსთავი2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს